შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედამიწის დღე - დასუფთავების აქცია თბილისის ზღვის სანაპიროზე
22 აპრილი, 2026
დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა.

აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ მიიღო მონაწილეობა. პროცესში ჩართულები იყვნენ კომპანიის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და ამავე კომისიის წევრები.

აქციას შეუერთდნენ სტუდენტები და საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები. ადგილზე სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისთვის მობილიზებული იყო შესაბამისი სპეცტექნიკა.

აქციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)