შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ისნის რაიონში
02 მაისი, 2026
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის დასუფთავებისა და მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, ქუჩების მორეცხვის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს.

ამჯერად, მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა ქეთევან წამებულის გამზირზე. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი და გამყოფი კუნძულები, გაჩერებები, მიწისქვეშა კონტეინერები და მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარედ არსებული კუნძული.

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)