სანიაღვრე არხის წმენდა-რეცხვის სამუშაოები ბარათაშვილის აღმართზე
16 მაისი, 2026
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, სანიაღვრე ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, დედაქალაქში წმენდა-რეცხვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ამჯერად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებითა და კომპანიის თანამშრომელთა ჩართულობით, ბარათაშვილის აღმართზე არსებული სანიაღვრე არხი სრულად გაიწმინდა.
სამუშაოების შედეგად, არხი ნალექისა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გათავისუფლდა, რაც ხელს შეუწყობს უხვი ნალექის დროს წყლის ნაკადების შეუფერხებელ გატარებას.