შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გარე განათების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები კრწანისის რაიონში
01 ივლისი, 2026
„თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის სამშენებლო-სარემონტო სამსახური კრწანისის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, გარე განათების ქსელის რეკონსტრუქციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს: ძველი, ამორტიზებული გარე განათების საყრდენი ბოძებისა და სანათების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება;

არსებული საჰაერო ელექტროქსელის მიწისქვეშა კაბელებით შეცვლის სამუშაოები;

პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გზატკეცილზე ძველი სოდიუმის სანათები მთლიანად ჩანაცვლდება თანამედროვე, ენერგოეფექტური და მძლავრი LED სანათებით, ასევე, საჰაერო ქსელი სრულად გადავა მიწისქვეშა სისტემაში, რაც საგრძნობლად გაზრდის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს ვიზუალურ მხარეს.

ჯამში, დამონტაჟდება 100 ახალი ბოძი, 200 თანამედროვე სანათი და მოეწყობა 4-კილომეტრიანი ახალი მიწისქვეშა ქსელი.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)