შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების გაწმენდითი სამუშაოები
21 ივლისი, 2026
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დედაქალაქში არსებული სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და გზებზე წყლის შეგროვების პრევენციის მიზნით, ჯგუფის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ.

სპეციალური ტექნიკითა და შესაბამისი აღჭურვილობით ჯგუფები დედაქალაქის ყველა რაიონში არიან გადანაწილებულები. სამუშაოების ფარგლებში, ინტენსიურად სუფთავდება ნალექის მიერ ჩამოტანილი შლამისგან, ფოთლებისგან და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული სანიაღვრე ცხაურები, ჭები და სადრენაჟე არხები.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)