შპს“ თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში განხორციელდა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოპირკეთდა კედლები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შშმ პირთათვის განკუთვნილ ლიფტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლების მოხატვა -ე.წ. „STREET ART”-ის შესრულება და განათების სისტემის შეცვლა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, შპს“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისის თვიდან ახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე „თბილსერვის ჯგუფმა“ დაიწყო მის მოვლა-პატრონობაში არსებული 22 მიწისქვეშა გადასასვლელის აღწერა-შესწავლა შემდგომში რეაბილიტაციისთვის.