დასუფთავების აქცია თბილისის ზღვაზე
07 აგვისტო, 2026
დედაქალაქში კამპანიური ხასიათის დასუფთავების აქციები გრძელდება. ამჯერად, „თბილსერვის ჯგუფმა“ მორიგი ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მამუკა ხაბარელთან და ვაჟა კოკაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად ჩატარდება.