შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები
15 აგვისტო, 2026
შპს "თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო ლეღვთახევში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს.

უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე, დასადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)