მეტეხის კლდის მხატრული მინათების სისტემა სრულად რეაბილიტირდა
17 სექტემბერი, 2026
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათებისა და მხატვრული მინათების სამსახურმა ისნის რაიონში, მტკვრის პირას მდებარე მეტეხის კლდის მხატვრული მინათების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა.
შესრულებულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, კლდის გასანათებლად იტალიური წარმოების, მაღალი ხარისხის 38 სტატიკური პროჟექტორი დამონტაჟდა. თანამედროვე, ენერგოეფექტური სისტემა მეტეხის კლდის სტაბილურ მინათებას უზრუნველყოფს, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს ამ ისტორიული ადგილის სილამაზეს.