დაზიანებული კონტეინერების ახლით ჩანაცვლება გრძელდება
19 სექტემბერი, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განაგრძობს ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმას, დაზიანებულის ჩანაცვლებას. ახალი პლასტმასის 1100 - ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება, გუშინ, საბურთალოს რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა. საბურთალოს რაიონში ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება გამგეობის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.