გზის დახაზვის სამუშაოები ,,სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარედ
24 სექტემბერი, 2026
თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა სავაჭრო ცენტრ ,,სითი მოლი საბურთალოს” მიმდებარე ტერიტორიაზე გზის დახაზვის სამუშაოები განახორციელა.
საგზაო მონიშვნების განახლების პროექტის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე ქავთარაძის ქუჩაზე დაიხაზა სამოძრაო და მიმმართველი ზოლები, ნაკადების გამყოფი და შეერთების ადგილები, ქვეითთა გადასასვლელები, მიმმართველი ისრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები (ე.წ. ბასლეინები).
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებასა და ქვეითთა მაქსიმალურ დაცულობას ემსახურება.