შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ისნის რაიონში
09 ოქტომბერი, 2026
,,თბილსერვის ჯგუფმა“ ისნის რაიონში ქუჩები მორეცხა. შესრულებულ სამუშაოს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, ისნის რაიონის გამგებელ აკაკი ხლაბუსტოვთან და მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მოირეცხა ქეთევან დედოფლის გამზირზე მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე გაჩერება, მიწისქვეშა გადასასვლელები, კონტეინერები, ასევე გზის სავალი ნაწილი. სამუშაო პროცესში ჩართული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ისე სპეციალიზებული ტექნიკა.

,,თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დედაქალაქში მსგავსი ტიპის სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)