შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების აქცია გლდანის რაიონში
19 ოქტომბერი, 2026
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია გამართა.

მარატ ნოზაძის ქუჩაზე, სპეციალიზებული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ჩართულობით, ტერიტორია უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა.

მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში ყოველთვიურად 6 500-დან 7 000 ტონამდე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსება ფიქსირდება. კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)