შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სამშენებლო-სარემონტო განყოფილებამ, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ე.წ. დიღომი - 8 ში გარე განათების ახალი სისტემა მოაწყო.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი და ორმოცდაშვიდი საყრდენი სანათი ბოძი.