საახალწლო ილუმინაციები ქეთევან დედოფლის გამზირზე
15 ნოემბერი, 2026
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს.
ქეთევან დედოფლის გამზირზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები განახორციელეს.
პროცესს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა პირადად გაეცნო და მიმდინარე სამუშაოები შეაფასა.
სადღესასწაულო ილუმინაციებით ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონი მოირთვება!