"თბილსერვის ჯგუფი" ვაკის პარკში კეთლმოწყობით სამუშაოებს ახორციელებს. პარკში, განხორციელებული და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები , დღეს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ, ვაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნოდარ ტურძელაძეს ადგილზე გააცნო. "თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის პარკის ტერიტორიაზე 1 200- კბ.მ. წითელი ქვიშის ე.წ. პემზის დაყრა-მოსწორებით სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე, ასევე მიმდინარეობს ახალი 270 ცალი ურნის დადგმა-მონტაჟი და პარკში განთავსებული სკამების სრული რეაბილიტაცია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, "თბილსერვის ჯგუფი" "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღისა" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.