ვაკის რაიონში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები დაიდგა
03 ოქტომბერი, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში განაგრძობს ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმას, დაზიანებულის ჩანაცვლებას. ახალი პლასტმასის 1100 - ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება, დღეს, ვაკის რაიონში განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და ვაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძე. ვაკის რაიონში ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება გამგეობის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.