შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისის საკრებულოში დიდი ლილოს ნაგავსაყრელის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
25 ოქტომბერი, 2016
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებამ შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს ხელმძღვანელისგან დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სხდომას შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისა და შპს-ების ,,დაგი“, ,,გამა“, ,,ტრიჯიტი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განმარტა, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს, ანალოგიური შეხვედრები კი მოსახლეობის ინფორმირებასა და ჩართულობას ისახავს მიზნად. ,,დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ როგორც საპროექტო, ასევე სამშენებელო და ზედამხედველი ორგანიზაციები, რომლებმაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნულ პოლიგონზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია , რათა ხელახალი სახიფათო კერა არ წარმოიქმნას“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. როგორც შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორმა ლევან ჯღარკავამ პრეზენტაციისას განმარტა, დაგეგმილია გაზშემკრებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რაც აღნიშნულ პოლიგონზე არსებული ვითარების გაუმჯობესებასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ,,ვფიქრობთ რომ 2017 წელს ჩვენ მივიღებთ უკვე სრულყოფილ ნაგავსაყრელს თბილისის ტერიტორიაზე“,- აღნიშნა ლევან ჯღარკავამ. პრეზენტაციის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სხდომის მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)