გზის გაწმენდითი სამუშაოები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე
25 ოქტომბერი, 2016
შპს“ თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული ნალექის გამო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.