შპს “თბილსერვის ჯგუფმა“ რიყის პარკში არსებულ „სიცოცხლის ხეზე“ მხატვრული მინათების პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ქსელი და დამონტაჟდა შვიდი სანათი.
ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ თბილისობა 2016 -ის ფარგლებში დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.