შპს “თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ, მიწისქვეშა გადასასვლელში შეიცვალა განათების ქსელი, მოეწყო ახალი სისტემა და დამონტაჟდა 150 ცალი ლედ სანათი.
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლეში სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყო, პირველ ეტაპზე მოპირკეთდა და მოიხატა კედლები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შშმ პირებისათვის განკუთვნილ ლიფტს.
შპს “თბილსერვის ჯგუფი“ უერთდება კამპანიას #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს და მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლონ ქვეითთა გადასასვლელით, რისთვისაც 2017 წლიდან შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მის მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს იწყებს.