გზის გაწმენდითი სამუშაოები შემოერთებულ ტერიტორიებზე
02 თებერვალი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთში, კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განაახლა და ტექნიკური მარილი დაყარა. ამ დროისთვის დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.