გზის გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გუშინ ღამით, თბილისის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნის გამო „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. თბილისის ქუჩების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობდა – საწყისი ეტაპისთვის გაიწმინდა ცენტრალური გზები, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება არ შეზღუდულიყო.
„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს და ტექნიკური მარილის დაყრა როგორც ცენტრალურ, ისე შიდაკვარტალურ და საფეხმავლო გზებზე მიმდინარეობს.
გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 619 050.