"თბილსერვის ჯგუფი" ღამის ინსპექტირებას განაგრძობს
09 თებერვალი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. ღამის ინსპექტირების შედეგად „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე. "„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა მორიგი ინსპექტირების შედეგად, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. აღნიშნულმა პირმა ვაზისუბნის ტერიტორიაზე უკანონოდ განათავსა ინერტული ნარჩენი, რის საფუძველზეც შედგა საჯარიმო ოქმი. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ აგრძელებს ინსპექტირებას 24 საათიან რეჟიმში დედაქალაქის მასშტაბით“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.