დედაქალაქის მასშტაბით ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
19 აპრილი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით არსებული ძეგლების მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე გიორგი სააკაძის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ე.წ „კერხერის“ აპარატით მოირეცხა. აღნიშნული სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონში ეტაპობრივად განხორციელდება. #თბილისი2017