შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
სამ სხვადასხვა მისამართზე სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდნენ
04 ივლისი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ორხევის დასახლებაში - ქართველიშვილის ქუჩის მიმდებარედ, სოფელ დიღომში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ და ქვემო ალექსეევკის დასახლებაში სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა, რომლებიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების საფუძველზე, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47 მუხლის მეორე ნაწილის (32.2) და 31 მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად დააჯარიმა და აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)