სამ სხვადასხვა მისამართზე ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ
14 ივლისი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, სამ სხვადასხვა მისამართზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. ავჭალაში - ლიბანის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე - 112-ის მიმდებარედ და ქვემო ალექსეევკის დასახლებაში ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2) შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.