ძეგლების მორეცხვითი სამუშაოები გრძელდება
19 ივლისი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით არსებული ძეგლების მორეცხვით სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე მდებარე „ილიას და აკაკის ძეგლი“ სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ე.წ „კერხერის“ აპარატით მოირეცხა. აღნიშნული სამუშაოები თბილისის სხვადასხვა რაიონში ეტაპობრივად განხორციელდება. #თბილისი2017