ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა
24 აგვისტო, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი იურიდიული პირი გამოავლინა, რომელიც ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დააჯარიმა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირმა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაიწყო. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.