შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
სამგორის რაიონში ორი სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა
24 აგვისტო, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად,  ლილოს დასახლებაში - იუმაშევის ქუჩის  და თვალჭრელიძის 1 შესახვევის  მიმდებარედ სამართალდამრღვევი ფიზიკური პირები  გამოავლინა, რომლებიც სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი  ნაწილის  და 32-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დააჯარიმეს. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირებმა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)