მიწისქვეშა გადასასვლელებში "ლედ" სანათების მონტაჟი მიმდინარეობს
07 სექტემბერი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური “ლედ“ სანათების მონტაჟს განაგრძობს. განათების ახალი სისტემა „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ კიდევ ოთხ მიწისქვეშა გადასასვლელში - კოსტავას გამზირზე, აგრალური უნივერსიტეტის, ანჩისხატისა და სააკაძის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟდა. „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში განათების სისტემის შეცვლას - ახალი სანათების მონტაჟს ეტაპობრივად ახორციელებს. საწყის ეტაპზე ანტივანდალური „ლედ“ სანათები ჭავჭავაძის გამზირზე - სავაჭრო ცენტრ „პიქსელთან“ და ვაკის პარკთან, კოსტავას გამზირზე კი ფილარმონიასთან და ტელევიზიასთან დამონტაჟდა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელების, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, 8 მიწისქვეშა გადასასვლელში განათების ახალი სისტემა - ანტივანდალური „ლედ“ სანათები უკვე დამონტაჟებულია. #თბილისი2017