თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე მოსული ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი. გაწმენდითი სამუშაოები წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროისათვის გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტით გადაადგილდება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
"თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისაგან!