შპს "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებული მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება "თბილსერვის ჯგუფის" სპეც თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ.
შპს "თბილსერვის ჯგუფსა" და სსიპ "პრობაციის ბიუროს" შორის გაფორმებულია ხელშეკრულება "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ", რის საფუძველზეც პრობაციონერები "თბილსერვის ჯგუფში" სასჯელის სახით გადიან საზოგადოებისათვის სასარგებლო სავალდებულო შრომის აღსრულებას.