ისნისა და სამგორის რაიონში ახალი ურნები განთავსდა
18 სექტემბერი, 2018
“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობს. დღეს, პლასტმასის 1100 ლიტრიანი 180 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი ისნისა და სამგორის რაიონებში დაიდგა - ორივე რაიონში ეტაპობრივად 320 ახალი კონტეინერი განთავსდება.