შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოსახლეობის თხოვნით, ჩუღურეთის რაიონში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაასუფთავა. დასუფთავდა ფართი, რომელიც მოსახლეობის მიერ წლების განმავლობაში თვითნებურად დაყრილი და დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენები გლდანის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.