თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
18 ნოემბერი, 2019
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ოთხ სხვადასხვა მისამართზე - მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.