შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ განცხადების საფუძველზე, საბურთალოს რაიონში დასუფთავების აქცია მოაწყო. დასუფთავდა აფაქიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომისთვის განკუთვნილი ფართი, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენები გლდანის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.