შპს "თბილსერვის ჯგუფის" ვაკის რაიონულმა განყოფილებამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები ეგრეთწოდებული "შაბათობა" მოაწყო. დასუფთავებით სამუშაოებში, რომელიც II და III კვარტლებში ჩატარდა "თბილსერვის ჯგუფის" 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ნარჩენების დაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში - ეგრეთწოდებულ ურნებში.
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!