შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო
09 ივლისი, 2021
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავა. ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარის ზედაპირი შენაკადებისგან მოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენისა და ხის ტოტებისგან დაბინძურდა. დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ორთაჭალის ჰესამდე გაიწმინდა. აქციაში დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფს“ დასუფთავებაში დახმარებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწევდა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)