დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვის სამუშაოები გრძელდება
17 ივლისი, 2021
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა. დედაქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გეგმიურად ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში არსებული 54 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.