შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები გრძელდება
08 აგვისტო, 2021

შპს,, თბილსერვის ჯგუფი '' თბილისის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად ირეცხება.
ამჟამად, დიდ დიღომში მოირეცხა : დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ი. პეტრიწის, პ. იბერის, ფარნავაზის ქუჩები.
გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც 11 მაისს დაიწყო, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ ქუჩებსა და გამზირებს მოიცავს: მ.თამარაშვილის ქუჩა; ახალი გზა პანდუსებით; მ.კოსტავას ქუჩა, ჟ.შარტავას ქუჩა; ქ.ჩოლოყაშვილის ქუჩა; ალ. პუშკინის ქუჩა; ნ. ბარათაშვილის ქუჩა; ვ. გორგასლის ქუჩა; მ. ჯავახიშილის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი) კ.მარჯანიშვილის ქუჩა; ათონელის ქუჩა; ამაღლების ქუჩა; სულხან-საბას ქუჩა; გ. ლეონიძის ქუჩა; პ.ინგოროყვას ქუჩა; ლ.ქიაჩელის ქუჩა; ელ. ახვლედიანის ქუჩა (ყოფილი პეროვსკაია); ნ. ნიკოლაძის ქუჩა; ფიქრის გორა; უსახელოს ქუჩა; ჯ. ბუშის ქუჩა; ლ. კაჩინსკის ქუჩა; ც.დადიანის ქუჩა; ი. ვეკუას ქუჩა; ო. ხიზანიშვილის ქუჩა; ნ. დუმბაძის ქუჩა; ი. ნონეშვილის ქუჩა; გ. ცაბაძის ქუჩა; მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა; აბასთუმანის ქუჩა; ბ. პაიჭაძის ქუჩა; ი. პეტრიწის ქუჩა; ასევე მოირეცხება: თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის , გრიგოლ ორბელიანის და გმირთა მოედნები; შოთა რუსთაველის, ი. ჭავჭვაძის, პეკინის, დავით აღმაშენებლის, აკ. წერეთლის , დ. გურამიშვილის, გ. რობაქიძის, ქეთევან წამებულის გამზირები. მორეცხვის სამუშაოები ჩატარდება : გალაქტიონის, ნ.ბარათაშვილის, მეტეხის და მშრალ ხიდებზე.
გზების მორეცხვის სამუშოები 00:00-04:00 საათამდე გრძელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)