პროექტის ფარგლებში, 400 მმ დიამეტრის მილები ჯამში 320 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა.
აღნიშნულ ქუჩებზე, სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, ხდებოდა მიწისქვეშა წყლების დაგუბება, რაც უხვი ნალექის დროს დასახლებული ტერიტორიის დატბორვას იწვევდა.
პროექტის მიზანია, აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
სამუშაოები 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის საერთო ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს.