შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ვემიჯნებით ირაკლი ბაღდავაძეს, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად აკეთებს ცრუ განცხადებებს
19 აგვისტო, 2021
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, რომლებმაც შვიდ აგვისტოს აქცია გამართეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მედიასთან განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, სამწუხაროა, რომ გაფიცვა, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესება იყო, პოლიტიკური ინტერესების საგნად იქცა. თბილსერვისის მემანქანეები, ასევე გამოეხმაურნენ აქციის ერთ-ერთი წარმომადგენელის, ირაკლი ბაღდავაძის ბოლოდროინდელ სატელევიზიო კომენტარებს და აღნიშნეს, რომ ის მათთან შეუთანხმებლად აკეთებს აბსურდულ განცხადებებს და სარგებლობს გაფიცულთა სახელით. თბილსერვისის მემანქანის, მიხეილ ამოევის განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა საკითხზე. რაც შეეხება, ირაკლი ბაღდავაძეს, მისი განცხადებები გაფიცულთა სამუშაო ჯგუფის მოსაზრებებთან არ არის თანხვედრაში. „დღეს აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ძალიან გვეწყინა ჩვენი ერთი თანამშრომლის განცხადებები, რომელიც ჩვენ გარეშე ლაპარაკობს ტელევიზიებით და ამბობს სიცრუეს. ყველა ტელევიზიასთან მიდის ჩვენგან შეუთანხმებლად. რასაც ის ამბობს, ბევრი რამე არის სიცრუე. თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს აქ თანამშრომლები ხელის გატკაცუნებაზე მუშაობენ და რადგან თვითონ არის ქართველი, ამას არ აკეთებს. ეს არ არის ლამაზი, ეთნიკური კუთხით ლაპარაკი. აქ ქურთიც მუშაობს, ქართველიც, სომეხიც, რუსიც და შეურაცხყოფაა ამის თქმა. გვაჩვენოს ფაქტები, რაზეც ლაპარაკობს, ჩვენ ასეთ რამეს არ შევსწრებივართ, “ - აღნიშნა მიხეილ ამოევმა. „თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოყენებულ ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი პასუხი და ხელფასების მატების საკითხიც მალე გადაწყდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)