შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენისგან გაიწმინდა
31 აგვისტო, 2021
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობის მიერ დაბინძურებული ნარჩენისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 50-მდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. აღნიშნული ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)