შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა
20 სექტემბერი, 2021
უკვე მეხუთე წელია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 20 სექტემბერს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი პროფესიული დღე „თბილსერვისის“ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიასა და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად, დასუფთავების დეპარტამენტის 24 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დღეს „თბილსერვისის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მივულოცეთ. მინდა, ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებენ, რომ დედაქალაქი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და სუფთა. ამ ყველაფერში მათი ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ ქალაქის სიყვარულისთვის და იმისთვის, რასაც აკეთებენ“, - განახადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით მიცემული დაპირებების შესრულება აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ვულოცავ ჩვენს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს. მადლობას ვუხდი მათ შრომისთვის და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომის პირობებს, სპეციალური ფორმების დარიგება, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, 10 სექტემბრიდან უკვე დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. ასევე, სპეცტექნიკის შესაძენად ტენდერიც დასრულდებულია და გამოვლენილია გამარჯვებული, რომელიც მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან 74 ერთეულ სხვადასხვა ზომისა და ფუნქციის დასუფთავების სპეციალიზებულ ტექნიკას შემოიყვანს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

დაჯილდოების გარდა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ იუბილარ თანამშრომლებს დაბადების დღე მიულოცა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)