შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოები განახორციელდა
15 ოქტომბერი, 2021
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოები განახორციელა.
გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის როგორც გარე კარკასის, ასევე, შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთვება განხორციელდა.
დასუფთავების სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „მორეცხვის სამუშაოებს ორი კვირის განმავლობაში აწარმოებდა კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობაზე“-განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია „X ვექტორი” მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას - ლედ სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 2021 წელს, მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 379 598, 32 ლარია გამოყოფილი.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)