შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გრძელდება დედაქალაქის მაშტაბით ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმა და დაზიანებულის ახლით შეცვლა
22 ოქტომბერი, 2021
„თბილსერვის ჯგუფი“ ეტაპობრივად განაგრძობს დედაქალაქის მასშტაბით ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმას და დაზიანებული კონტეინერების ახლებით ჩანაცვლებას.
მიმდინარე წელს ,,თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე შეისყიდა 2500 ერთეული სხვადასხვა მოცულობის პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განთავსდება.
ამ დროისთვის, დედაქალაქში განთავსებულია სულ 20 000 ნაგავშემკრები კონტეინერი. კონტეინერების განაწილების პროცესს ესწრებოდა ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)