აქციის შედეგად დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა
28 ოქტომბერი, 2021
შპს ,,თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე, აქციის შედეგად დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე ათეული თანამშრომელი. აღნიშნული ლოკაციიდან, გატანილი იქნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
ადგილზე, ამ დრომდე მუშაობენ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ტექნიკა.