შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო
29 ოქტომბერი, 2021
„თბილსერვის ჯგუფმა“, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაასრულა. პროექტის ფარგლებში, 300, 400 და 600 მმ დიამეტრის მილები, ჯამში, 70 მეტრის სიგრძეზე მოეწყო, ასევე, დამონტაჟდა 12 წვიმმიმღები ჭა.
დემეტრე თავდადებულისა და გადამკვეთ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის არარსებობა, მიწისქვეშა წყლების დაგუბებას იწვევდა. უხვი ნალექის დროს კი ტერიტორია იტბორებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის საერთო ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს ადგილზე ესწრებოდა ,,თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი რომეო მიქაუტაძე.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)