შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში განათების სისტემა მოაწყო
27 დეკემბერი, 2021
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში, ს. თაყაიშვილისა და დ. ალექსიძის ქუჩების კვეთაზე გარე განათების ქსელი და დეკორატიული სანათი ბოძები მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, გარე განათების 33 ერთეული 12-მეტრიანი სიმაღლის ბოძი განთავსდა, რაზეც 396 ცალი უმაღლესი ხარისხის ლედ პროჟექტორი დამონტაჟდა.
გამწვანების ზოლისა და გზის სავალი ნაწილის სრულად განათების მიზნით, ე. წ. „ბაბლთაუერები“ გამწვანების თარგში დამონტაჟდა.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და მოადგილე დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)